დე - ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებისგან მოითხოვა აფხაზეთსა და ზუგდიდის რაიონს შორის
ადმინისტრაციულ საზღვარს " სახელმწიფო საზღვარი" უწოდონ. ამის შესახებ ჩირიკბასა და გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ნილს სკოტთან შეხვედრის შედეგების ამსახველ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
რელიზში აღინიშნა, რომ ტერმინ „ადმინისტრაციულ საზღვართან“ დაკავშირებით უკმაყოფილება გამოითქვა.
«საქართველო აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარს უკვე 20 წელზე მეტია არ აკონტროლებს. არსებობს სრულყოფილი სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რომელიც დაცულია და აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. უფრო უპრიანი იქნება, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა საქართველო-აფხაზეთის საზღვართან მიმართებაში გამოიყენოთ ტერმინები, რომლებიც ობიექტურ პოლიტიკურ რეალიებს ასახავენ», - აღნიშნა ვ. ჩირიკბამ.
http://abkhazeti.info
მასალის გამოყენების პირობები