„ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი“ მსურველებს ზღვისა და მთის კურორტებში დასასვენებელ ტურებს სთავაზობს
ორგანიზაციის თავმჯდომარე ასმათ ხუბულავა მსურველებს ქობულეთისა და ურეკის საზღვაო კურორტებზე დასვენებას სთავაზობს. მისი თქმით, სტანდარტული ნომრის საფასური, სამჯერადი კვებით, 16 ლარია, ხოლო ლუქს ნომერი, ასევე სამჯერადი კვებით - 22 ლარი ღირს
.
შედარებით ფართო არჩევანია მთის კურორტებზე : ბორჯომში, სასტუმრო „თბილისში“, სტანდარტული ნომრის ფასი, სამჯერადი კვებით, 25 ლარია, ლუქს ნომერი - 35 ლარი.
კურორტ სურამში, მშობლისა და ბავშვის 10 დღიანი პაკეტი, 200 ლარი ღირს.
წყალტუბოში დასვენება, მკურნალობასთან ერთად, მასაჟისა და აბაზანის ჩათვლით, ასევე ფიზიოთერაპიული კაბინეტის მომსახურებით, დღეში 50 ლარი ღირს. კვება აქაც სამჯერადია.
კურორტ საირმეში დასვენების ღირებულება,კვების გარეშე, 10 ლარიდან იწყება. კვებით კი, მინიმალური ღირებულება - 23 ლარია .
საირმეში სასტუმრო „იმერეთში“ „ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი“-ს წევრებისთვის ერთი დღის ღირებულება არის 36 ლარი, ძვირად ღირებული ნომრები კი,ამ სეზონზე, უკვე გაყიდულია.
ტურები არის ასევე შოვში - 35 ლარად , სამჯერადი კვებით, კეჩხობში- 35 ლარად , სამჯერადი კვებით.
კურორტ ცემში, ლუქს ნომერი, სამჯერადი კვებით , 27 ლარი ჯდება.
„ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი“ მსურველებს ტურებს ასევე, საზღვარგარეთ, ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები