თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა, დე-ფაქტო აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და ე.წ. ცესკოს თურქეთში კენჭისყრის ორგანიზების თხოვნით მიმართეს. დე ფაქტო აფხაზეთის ცესკომ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ ე.წ. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება.
დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სოხუმში ჩასული კავკასიურ- აფხაზური სოლიდარობის კომიტეტის (თურქეთი , სტამბული) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თურქეთში გაიგზავნება წერილი შესაბამისი ნებართვის მისაღებად. ბგანბამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლები მზად არიან გაემგზავრონ თურქეთში ორგანიზაციული საკითხების დასადასტურებლად, წერს "აფსნიპრესი".
მასალის გამოყენების პირობები