ზუგდიდში, სოფელ რუხის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოფელი რუხი შესაძლოა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ რუხის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების პროექტი ზუგდიდის გამგებელს ედიშერ თოლორაიას ეკუთვნის და მისი თქმით პროექტს მთავრობა ამ ეტაპზე განიხილავს.
„სავარაუდოდ, ეს ადგილი იქნება ყოფილი ე.წ. „ამხანაგობის“ ტერიტორია, სადაც ბაზრობა ადრეც იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ქართლში და ზუგდიდში იგეგმება და ის ოკუპირებულ ტერიტორიებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, სოფელი რუხი ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები