ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი ფოთში იმყოფებოდა და კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი კაკულიასთან ერთად ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
ვიცე-პრემიერმა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა. კახა კალაძემ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და ირაკლი კაკულიას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
"მინდა გითხრათ, რომ ძალაინ ოპტიმისტურად არის განწყობილი ყველა. მოვისმინეთ მათი პრობლემები, ეტაპობრივად ყველა ის პრობლემა მოგვარდება, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ. დიდია მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს", - განაცხადა კახა კალაძემ ფოთში ვიზიტისას.
მასალის გამოყენების პირობები