ინგრედიენტები:
კეფირი 400 გ
კარაქი 160 გ
შაქარი 2 ს.კ
მარილი 1 ჩ.კ
კვერცხი 2
ფქვილი 250 გ
გამაფხვიერებელი 1.5 ჩ.კ
გულსართი
მწვანე ხახვი
მოხარშული კვერცხი 2-3
მარილი და პილპილი
ხახვი უნდა იყოს ბევრი. დავჭრათ, ჩავყაროთ ტაფაში და მსუბუქად შევათბოთ. ხახვი უნდა დარბილდეს და "დაჯდეს". დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი კვერცხი.
მოვამზადოთ ცომი: კარაქი გავადნოთ, დავამატოთ მარილი, შაქარი, კეფირი, კვერცხი. ბოლოს დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. ცომის ნახევარი დავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში, გავანაწილოთ გულსართი და ზემოდან მოვასხათ დანარჩენი ცომი. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთი.
*კეფირის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ მაწონი ან არაჟანი.
მასალის გამოყენების პირობები