ზუგდიდის მკვიდრი, 87 წლის ინდმეწარმე ეთერ ცხადია, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, მისი საქმის გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. ამასთან, ცხადაია საქმის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს.
„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ იმედი ჩამესახა, რომ ჩემს საქმესაც ეშველება. საქმეს იძიებენ, მაგრამ მე მინდა ცოტა ჩქარა, დრო არ მაქვს, მალე 88 წლის გავხდები. არ შემიძლია, რომ ჩემი საქმე გამოუძიებელი დავტოვო. ჩემი საქმე სისხლის სამართლის 150-ე მუხლი არის აღძრული, რაც არ მაკმაყოფილებს. საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს და 333-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწლით უნდა აღიძრას.“, - ამბობს მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ეთერ ცხადაია.
ეთერ ცხადაია უკვე მეექვსე წელია, რაც მეფრინველეობის ფაბრიკის ჩამორთმევის საქმის გამოძიებას ითხოვს. ის ფაბრიკის ჩამორთმევაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას ადანაშაულებს.
ეთერ ცხადაია 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი შეღავათიანი კრედიტის პროგრამით დაფინანსებული მეწარმეა, რომელსაც მისივე მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილი, 180 000 ლარი ჩაერიცხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა პროექტი შეეჩერებინა.
პროექტის ფარგლებში ეთერ ცხადაიას 500 000-მდე ლარი უნდა მიეღო. შეუსრულებელი საქმიანობის გამო კი მისივე თქმით, მას პენსია და ქონება დაუყადაღეს.
მასალის გამოყენების პირობები