ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესების გამოხატვის პროცედურა დაიწყო და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
"ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ის კონკრეტული კომპანია, რომელიც მის განხორციელებას დაიწყებს. ცხადია, არსებობს ფინანსური გათვლები, თუმცა დაველოდოთ იმ კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელებაში", - აღნიშნა ხადურმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიაში დაგეგმილია ღრმაწყლოვანი მულტიფუნქციური პორტის მშენებლობა, რომელიც დიდი ტევადობის გემებს მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები