Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/music_qa_siajpg_dde0-850x468.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/music_qa_siajpg_dde0-850x468.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/music_qa_siajpg_dde0-850x468.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/music_qa_siajpg_dde0-850x468.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რომელი ჰიტები დაიწერა ყველაზე სწრაფად?
Sia-მ ახალი ალბომი “1000 Forms of Fear” გამოუშვა. ხუმრობით ამბობენ, რომ მთელი ალბომის ყველა სიმღერის დასაწერად მომღერალს მხოლოდ 45 წუთი დაჭირდა. თუმცა, ეს ის ხუმრობაა, რომელშიც სიმართლე დიდი დოზით ურევია: ის ერთ-ერთია, ვინც ძალიან სწრაფად და მარტივად წერს ისეთ სიმღერებს, როგორიცაა, მაგალითად, რიანას “Diamonds” და ბიონსეს “Pretty Hurts”. თუმცა, არის კი Sia ყველაზე სწრაფი? წარმოგიდგენთ იმ სიმღერებს, რომელთა დაწერის დროც ჩვენთვის სხვადასხვა წყაროდანაა ცნობილი. თავად განსაზღვრეთ, რომელია ლიდერი… ფაქტი კი ერთია: პოპ-კომპოზიტორებს აშკარად ძალიან ბევრი დრო რჩებათ დასვენებისთვის. Beyonce – “Halo” One Republic-ელმა რაიან ტედერმა ეს სიმღერა სულ რამდენიმე საათში დაწერა. კომპოზიტორი არ დაღლილა და მაშინვე განაგრძო საქმიანობა, რომელიც კელი კლარკსონის ახალი ჰიტით (Already Gone) დასრულდა. Drake – “Hold On We’re Going Home” “ამ სიმღერის წერა სადღაც ორ საათში დავასრულე… ის ტიპი არ ვარ, 40 სიმღერას რომ დაწერენ და 13-ს ამოარჩევენ ხოლმე. როცა საქმეს ვიწყებ, ბოლომდე ხარისხიანად მიმყავს” – ამბობს დრეიკი. Rihanna & Eminem – “The Monster” ჯონ ბელიონმა ეს სიმღერა ერთ საათზე ნაკლებ დროში დაწერა. თავდაპირველად კომპოზიცია Bebe Rexha-სთვის იყო განკუთვნილი, თუმცა სულ ცოტა ხანში ჯონის ნამუშევარი რიანასა და ემინემის რიგით მესამე დუეტი გახდა, რომელიც რეპერის ბოლო ალბომში შევიდა. Lorde – “Royals” ლორდის თქმით, სიმღერა ნახევარ საათში შეაკოწიწა და მაშინვე ჩამწერი სტუდიისაკენ გაეშურა. Beyoncé – “Single Ladies” ბიონსე, რომელმაც სიმღერის დაწერაში თავადაც მიიღო მონაწილეობა, აღიარებს, რომ The-Dream-მა 2008 წლის ჰიტის დაწერა სულ რაღაც 20 წუთში მოახერხა. Kanye West – “All Falls Down” “Dead Prez-თან მეგობრობის დროს მივხვდი, როგორ უნდა დამეწერა ისეთი რეპი, რომელიც მუსიკალურადაც კარგად აჟღერდებოდა. ჰოდა, ავდექი და “All Falls Down” სულ რაღაც 15 წუთში დავწერე” – აცხადებს რეპერი New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. Christina Aguilera – “Beautiful” კომპოზიტორმა ლინდა პერიმ 2003 წელს აღიარა, რომ მანამ, სანამ კომპოზიციას ქრისტინა აგილერას დაუთმობდა, სიმღერის შესრულება თავად უნდოდა. “ზოგმა შეიძლება გიჟად ჩამთვალოს, მაგრამ თუ სიმღერის დაწერას 15 წუთზე მეტი მიაქვს, თავს ვანებებ! რა ვქნა, ასე ვმუშაობ…” – აღნიშნა ლინდამ ინტერვიუში. შესაბამისად, “Beautiful” სულ რაღაც 15 წუთში დაიწერა. Rihanna – “Diamonds” როგორც Sia New York Times-თან ამბობს, სიმღერის დაწერისათვის მხოლოდ 14 წუთი დაჭირდა. აქვე აღნიშნავს, რომ “Titanium”-ს უფრო დიდხანს, 40 წუთის განმავლობაში წერდა. Eminem – “Rap God” შემოდგომაზე, როცა ემინემის ახალი ალბომი გამოდიოდა, ფანები დაინტერესდნენ, რა დრო წაიღო სისწრაფეში რეკორდდამყარებულმა სიმღერამ “Rap God”. “ექვსი წუთი და ერთი წამი!” – სრული სერიოზულობით უპასუხა რეპერმა. Rihanna – “Rude Boy” და “S&M” Nicki Minaj – “Super Bass” ზემოთ ხსენებული სამივე სიმღერა ესტერ დინის დაწერილია, რომელმაც New Yorker-თან ჩაწერილ ინტერვიუში აღიარა, რომ თითო სიმღერას 5 წუთზე მეტს არ ანდომებს. შესაბამისად, რიანასა და ნიკი მინაჟის სიმღერების დაწერას ჯამში მაქსიმუმ 15 წუთი დაჭირდა. Jay Z & Alicia Keys – “Empire State of Mind” ანჯელა ჰანტმა კი ეს სიმღერა იმდენად სწრაფად დაწერა, რომ ტექსტში ზოგიერთი ხაზი შინაარსობრივად დღემდე სრულიად გაუგებარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.