რეცეპტის ინგრედიენტები:
• 2 კვერცხი
• 1 ჭიქა რძე
• 2/3 ჭიქა ფქვილი
• 1 მწიკვი მარილი
• 1 1/2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
მომზადების წესი :
1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით.
2. გააცხელეთ ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი. მოასხით 1/4 ჭიქა თხევადი ცომი და ისე ამოძრავეთ, რომ გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. აცხვეთ ორივე მხარე 2-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება. ეს ინგრედიენტები სამყოფია 8 ცალი კრეფის გამოსაცხობად.მოასხით მდნარი შოკოლადი, საყვარელი ხილი, ხილის ჯემი თუ მურაბა, გადაახვიეთ ვანილის ნაყინი ან უბრალოდ მოაყარეთ შაქარი და დატკბით!
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები