გლენ კეანმა ახალი მინიანიმაცია წარადგინა. საუბარია 60 წლის ანიმატორზე, რომელიც დისნეის სტუდიაში 37 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა და შექმნა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა:
“ქალთევზა”, “ალადინი”, “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ტარზანი”, “რაპუნცელი” და ბევრი სხვა. როგორც ნახავთ, პატარა მულტფილმი სიყვარულის ისტორიაზეა – გოგონასა და ბიჭზე, რომლებსაც ერთმანეთი დაბადებიდან უყვართ. გარდა იმისა, რომ
“დუეტი” ძალიან ლამაზია, მას თითქოს კიდევ აქვს რაღაც უნიკალური, რაც აბსოლუტურად განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ხდის.
როგორც Big Cartoon News-ი იუწყება, ეს პირველი ანიმაციაა იმ სხვა ნამუშევრებიდან, რომლებსაც გლენი “გუგლსა” და “მოტოროლასთან” თანამშრომლობის ფარგლებში წარადგენს. “დუეტის” თავდაპირველი პრემიერა სან-ფრანცისკოში მოეწყო. “გუგლის” კონფერენციის დაწყებამდე, გლენმა საზოგადოებას უჩვენა, როგორ შეიძლება შეცვალოს ახალმა ტექნოლოგიებმა ძველი სტილით შექმნილი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ გლენ კეანმა 10 055 ნახატი შექმნა იმისათვის, რომ 3 წუთიანი და 43 წამიანი ანიმაცია დასრულებული სახით წარდგენილიყო მაყურებლის წინაშე.
მასალის გამოყენების პირობები