ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2 ცალი
პამიდორი 2 ცალი
ყველი 120 გ
ნიგოზი 70 გ, ლებნები
ნიორი 1 კბილი
მარილი და პილპილი
ოხრახუში ან ქინძი რამდენიმე ღერი
ზეითუნის ზეთი 1 ს.კ
ბადრიჯანი დავჭრატ 4-5 მმ სისქის ფირფიტებად. შევწვათ ტაფაზე, ცოტაოდენ ცხელ ზეთში.
პომიდორს გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ სქელ ჩხირებად. ყველი, ნიორი,1 ს.კ ზეითუნის ზეთი და მწვანილი ბლენდერში კარგად ავურიოთ. დავამატოთ მარილი (თუ საჭიროა და პილპილი) . ბადრიჯნის ყოველ ფირფიტას დავადოთ ყველის მასა, პომიდვრის ნაჭერი და ნიგვზის ნახევარი ლებანი. გადავახვიოთ რულეტივით
მასალის გამოყენების პირობები