Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/49481.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება
თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება. რეისის თბილისი-მესტია-თბილისი ამოქმედების შესახებ დღეს ნატახტარის აეროდრომზე ოფიციალურად გამოცხადდება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები მნიშვნელოვან და სასარგებლო როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის. ავიარეისები თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას - 7-8 საათს 45 წუთამდე შეამცირებს. პირველი რეისი მესტიის მიმართულებით 18 ივლისს, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე, ბილეთის ღირებულება 65 ლარი (ერთი მიმართულებით) იქნება. ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. სახელმწიფოს 3 წლის განმავლობაში განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია ფრენა ზამთრის პერიოდში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.