ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ორი კანდიდატი ოთარ ხარჩილავა და ლევან ჩოჩია იყო წარდგენილი.
დეპუტატების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე მხარი ოთარ ხარჩილავას დაუჭირა.
კენჭისყრისას ოთარ ხარჩილავას მომხრე რვა დეპუტატი იყო, ლევან ჩოჩიას მომხრე -შვიდი.
მასალის გამოყენების პირობები