აფხაზური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატებად 5-დან, მხოლოდ 4 ადამიანი დარეგისტრირდება: ასლან ბჟანია, ლეონიდ ლაკერბაია, ლეონიდ ძიაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯინბა.
ბესლან ეშბას, იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავისუფლად ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, რეგისტრაციაზე უარი განეცხადა, წერს აფსნი.რუ
ამის შესახებ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს დე ფაქტო აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განუცხადა.
ბრიფინგზე ჟურნალისტების გარდა იმყოფებოდნენ ლინგვისტური კომისიის წევრები, აკადემიკოს შოთა არსტაას ხელმძღვანელობით, რომლებმაც ჩაატარეს აღნიშნული ტესტირება.
ტაბაღუას თქმით, თუ ბესლან ეშბას წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, მათ უფლება აქვთ გაეცნონ წერილობითი ტესტირების ასლს და იხილონ ტესტირების მსვლელობის ვიდეოჩანაწერი.
დე ფაქტო საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს მშობლიურ ენას, შეეძლოს წერა და აუდიტორიის წინაშე აფხაზურ ენაზე სიტყვით გამოსვლა. დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა აფხაზური ენის ტესტირება უნდა გაიაროს.
მასალის გამოყენების პირობები