შემადგენლობა
სიმინდი - 2 ცალი
• კარაქი - 30 გრ
• მარილი - 20 გრ(მსხვილი)
• ნიორი - 2 კბილი
• შავი წიწაკა - 1 მწიკვი
• ტარხუნა - 2 ტოტი
მომზადება
ნიორი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ კარაქთან და შავ წიწაკასთან.
ჩვენ გვჭირდება ჭყინტი სიმინდი, თუ სიმინდი მაგარია წინასწარ მოვხარშოთ.
სიმინდს წავუსვათ ჩვენს მიერ მომზადებული კარაქი, დავაყაროთ ტარხუნის ფოთლები, კარგად შევახვიოთ ფოლგაში და შევბრაწოთ ღუმელში 220 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
შებრაწულ სიმინდს დავაყაროთ მარილი და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები