დღეს ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ იქადაგა.
მან აღნიშნა, რომ ფესტივალი ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რის გამოც ის საქართველოში არ უნდა ჩატარდეს, მითუმეტეს მარიამობის მარხვის პერიოდში. მეუფის განცხადებით, ეკლესია “კაზანტიპის” ფესტივალს ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას მის საქართველოში ჩატარებაზე უარის თქმას ურჩევს.
მეუფის განცხადებით, “კაზანტიპის” წინააღმდეგი არა მარტო ეკლესია, არამედ მთელი ქართველი ხალხია.
“კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები