ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი 250 გ
კარაქი ან მარგარინი 150 გ
მარილი 1 ჩ.კ
ცივი წყალი 60-80 მლ
გულსართი:
სოკო 900 გ
ხახვი 1-2 თავი
ნაღები 10-20% ან რძე 300-350 მლ
კვერცხი 3
მარილი და პილპილი
მუსკატის კაკალი
გახეხილი ყველი 100 გ
ფქვილი და მარილი შეურიეთ, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და ასრისეთ. მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ ძალიან ცივი წყალი და კარგად აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ 24-26 სმ დიამეტრის ფორმაში. შედგით მაცივარში 30 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ 15 წუთი.
პარალელურად, ტაფაზე მოშუშეთ სოკო და ხახვი ცოტაოდენ ცხიმში. ნაღები ან რძე და კვერცხები ხელით ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი.
გამოიღეთ ცომი, ჩაუდეთ მოშუშული სოკო, დაასხით სოუსი და თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეაბრუნეთ კვლავ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი, სანამ თავი ლამაზად არ მოებრაწება.
მასალის გამოყენების პირობები