უიტნი ჰიუსტონი და ბობი ბრაუნი ახალი ბოგრაფიული ფილმის პოსტერზე “გაერთიანდნენ”. საუბარია იაია დაკოსტასა და არლენ ესკარპეტაზე, რომლებიც მომღერალზე გადაღებულ სურათში მთავარ როლებს შეასრულებენ. ახალი ნამუშევარი სწორედ უიტნისა და ბობის 15-წლიან თანაცხოვრებაზე იქნება კონცენტრირებული.
დაკოსტამ სიამოვნებით იპოზიორა ფილმის მთავარი პოსტერისთვის და ფოტოზე ზუსტად გადაიტანა 1987 წლის ალბომზე (“Whitney”) გამოსახული უიტნის მიმიკა.
ბიოგრაფიული სურათისათვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ანჯელა ბასეტი ვარაუდობს, რომ ფილმი 2015 წლის დასაწყისში გამოვა.
შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები