კინოინდუსტრია, მუსიკა, შემდეგ ისევ კინოინდუსტრია და ისევ მუსიკა - Paris Hilton-ი თავადაც ვერ ჩამოყალიბდა რისი კეთება სიამოვნებს. ალბათ ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც მისი მუსიკა ან თუნდაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდეს, თუმცა ”ვარდისფერ პანტერას“ რომ სხვისი აზრი ნაკლებად აინტერესებს ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით და ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი Hilton-ის ახალი ალბომი გახლავთ.
სკანდალისტი სელებრითი უახლოეს მომავალში მეორე სტუდიური ალბომის გამოშვებას გეგმავს. არადა მას შემდეგ რაც, 2006 წელს, მისი პირველი დისკი "Paris" გამოვიდა და სულ რამდენიმე ათასმა ადამიანმა შეიძინა, ბევრი იმედოვნებდა, რომ გოგონა ამ საქმიანობას თავს დაანებებდა, თუმცა ამაოდ... ახალ ალბომთან ერთად Paris-მა ახალი ვიდეო კლიპიც შესთავაზა ფანების მცირერიცხოვან არმიას.
"Come Alive" ასეთია ახალი სინგლის სახელწოდება, რომელიც "Good Time"-თან ერთად Hilton-ის მეორე სტუდიურ ალბომში იქნება შესული. სხვათაშორის ამ უკანასკნელს “ვარდისფერი პანტერა“, რომელიც ახალ ვიდეო კლიპში ვარდისფერი პრინცესას იმიჯით გვევლინება, Lil Wayne-თან ერთადა ასრულებს. ალბათ სწორედ რეპერს უნდა უმადლოდეს, რომ "Good Time"-ზე შექმნილი ვიდეო, რელიზიდან 10 თვის შემდეგ, VEVO-ზე 7 მილიონ მნახველს ძლივს ითვლის...
მასალის გამოყენების პირობები