„აფხაზეთმა არა მხოლოდ მხარი უნდა დაუჭიროს რკინიგზის გახსნის საკითხს, არამედ აქტიურად უნდა წასწიოს წინ აღნიშნული პროექტი რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობის კუთხით",_ განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ- ერთმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გააკეთა.
„აფხაზური რკინიგზის გავლით მოძრაობის გახსნის საკითხს უკვე კარგა ხანია განიხილავენ. ცნობილია, რომ აფხაზური მხარის პრობლემატიკა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: პოლიტიკური საკითხებისგან, უსაფრთხოების საკითხებიდან და ეკონომიკურიდან. ჩემთვის ცხადია, რომ თუ ჩვენი გავლით ტრანზიტით ივლის ტვირთები რუსეთიდან , სომხეთიდან, ირანიდან და თუნდაც იგივე საქართველოდან ჩვენ მთელ რიგ მომგებიან პოზიციებს მივიღებთ", - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას აზრით, რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნით აფხაზეთის მოგება ცხადია და ის შემდეგში მდგომარეობს: სატრანზტო გადახდებისგან ბიუჯეტში დამატებითი თანხა შევა და თავად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ვისარგებლოთ ამ სატრანსპორტო დერეფნით ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად".
„ქვეყანა-ტრანზიტორის პოლიტიკური მოგებაც ნათელია: ეს არის ჩვენი აღიარება ამ გზასთან დაკავშირებიული სავაჭრო ეკონომიკური ყველა მონაწილის მიერ, ქვეყანა -ტრანზიტორს მნიშვნელოვნად უძლიერდება პოზიციები მოლაპარაკებების დროს ტრანზიტის მომხმარებლებთან სხვა და სხვა საკითხებთან საკავშირებით",- განაცხადა ბჟანიამ.
მასალის გამოყენების პირობები