ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში 6 ფრაქციის შექმნის შესახებ შევიდა განცხადება. აქედან, 3 ფრაქცია - პარტია „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „რესპუბლიკელები" - სახელისუფლო პარტიას წარმოადგენენ. აღნიშნულ ფრაქციებს გონელ ნაჭყებია („კონსერვატორები“), ირაკლი ქოჩუა ( „ქართული ოცნება“) და გიორგი ჩიქოვანი („რესპუბლიკელები“) უხელმძღვანელებენ.
საარჩევნო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ჯერჯერობით, ორი ფრაქცია აქვს შექმნილი. აქედან ერთი - “ ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ წარმომადგენლებმა შექმნეს, რომლის თავმჯდომარე კახაბერ ჩანგელიაა. რაც შეეხება ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა“, მას გელა თოლორაია უხელმძღვანელებს.
ამასთან, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას კიდევ ერთი ფრაქციის შესახებ წარუდგინეს განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები