ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მგლების შემოსევის ფაქტები დაფიქსირდა. რადიო „ათინათს“ შამგონის რწმუნებულმა გოჩა შენგელიამ განუცხადა,მგელმა ერთი პირუტყვი გუშინ, ღამითაც დაგლიჯა.
„ამ დილით ბეჭვაიების ოჯახმა ძროხა იპოვეს დაგლეჯილი. მსგავსი ფაქტები, 15 დღის წინათაც მოხდა.მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და მოვიდნენ ვეტერინარები. როგორც მათ გვითხრეს,დაგლეჯილ პირუტყვს ცოფი აღმოაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე შინაური ცხოველები აიცრა. ეჭვი გვაქვს,რომ მგლები ოკუპირებული ნაბაკევის ტერიტორიიდან შემოდიან", - თქვა გოჩა შენგელიამ.
მისივე განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, რომელიც მტაცებლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხვალიდან შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები