Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/get_img5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თბილისიდან მესტიაში L-410 ტიპის თვითმფრინავით პირველი რეისი შესრულდა
ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავით თბილისიდან მესტიის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. ნატახტარის აეროდრომიდან მესტიამდე 15-ადგილიანი ჩეხური თვითმფრინავით დღეს მედიის წარმომადგენლებმა იმგზავრეს, ხვალიდან კი აღნიშნული თვითმფრინავით მგზავრობა ყველა მსურველს შეეძლება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ აეროპორტების ოპერირების დარგში გიორგი მოლოდინაშვილმა განაცხადა, რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება და ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარი იქნება. მისივე თქმით, ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენების დანიშვნის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ეს მოსახერხებელია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. "ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხო, აბსოლუტურად შეესაბამება ამ რეგიონის ექსპლუატაციის პირობებს და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ავიარეისების შესრულება წარმატებული იქნება", - აღნიშნა გიორგი მოლოდინაშვილმა. ავიარეისები თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას 7 -8 საათს 45 წუთამდე შეამცირებს. პირველი რეისი მესტიის მიმართულებით ხვალ, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე. ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. სახელმწიფოს სამი წლის განმავლობაში განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია ფრენა ზამთრის პერიოდში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.