დღეს სამეგრელოს რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
სამოქალქო სექტორს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს რეგიონში ტურიზმის განვითარების მხრივ დაგეგმილი ღონიძიებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოში გიორგი სიგუამ გააცნო.მისი განმარტებით, სამეგრელო, ტურისტების მოსაზიდად შესანიშნავი ადგილია გეოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა, არ არსებობს საკმარისი რაოდენობის ტურისტული პროდუქტი. არ არსებობს ტურისტული ინფორმაციული ცენტრები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები,ამიტომ აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა და ტურისტული პოტენცილის გაზრდა.
როგორც სიგუამ აღნიშნა, ანაკლიაში აგვისტოში დადეგმილი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნება ტურიზმის განვითარებისთვის.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ანაკლია და მთლიანად სამეგრელო გადავაქციოთ მსოფლიო ახალგაზრდული ტურიზმის ცენტრად"- აღნიშნა სიგუამ. მან სამეგრელოში ტურიზმის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, სიგუას ინფორმაციით 7- დან 11 აგვისტომდე „ტობა ვარჩხილში“ „მოვარჩხილეთა“გრანდიოზული ფესტივალი გაიმართება. ხოლო ანაკლიაში გარდა „კაზანტიპისა“,კიდევ ოთხი მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალის გამართვა იგეგმება, რომლებზეც ჯერ-ჯერობით კონკრეტულად არ საუბრობენ.ასევე მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება. დასრულდება სამეგრელოს ტურისტული აქტივის ინვენტარიზაცია,მოხდება საინვესტიციო პაკეტების მომზადება ინვესტორების შესათავაზებლად.ზუგდიდში დაიწყება ტურიზმის დიდი ცენტრის მშენებლობა, გაიზრდება მობილური გიდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აეროპორტშივე მიაწვდიან ინფორმაციას კურორტების და დასასვენებელი ადგილების შესახებ.
შეხვედრა 2 საათის განმავლობაში დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები