დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ახალი ანგარიშის - „ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?“ - პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ასახულია მედია მფლობელების ვინაობა, დაფინანსებისა და რესურსების საკითხები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის მიზანია წარმოაჩინონ მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია მკვლევარის ანა დაბრუნდაშვილის განმარტებით, რეგიონული მედიასაშუალების მფლობელობა, წინა წლებთან განსხვავებით, გამჭვირვალეა და ამ დროისთვის არც ერთი მედია საშუალების მფლობელი არ იმალება ოფშორული კომპანიების მიღმა.
კვლევის მიხედვით, გორის ტელეკონპანია „თრიალეთის“ 10%-ს შპს „მეცხრე არხი" ფლობს, რომლის 20% შპს „აქცეპტის“ მეშვეობით ყოფილი პრემიერ მინისტრის ნათესავის კახა კობიაშვილის საკუთრებაშია. კობიაშვილი საქართველოში ცხრა ოფშორულ ზონას წარმოადგენს, რომელსაც, სავარუდოდ, ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს.
ხაშურის ტელეკომპანია „დია“ გურამ გოგოლაძეს ეკუთვნის,რომელიც, ამავე კვლევის თანახმად, სხვა რამდენიმე აქტივთან ერთად ფლობს საცურაო აუზს რუსთვაში.
ქვემო ქართლის ტელეკომპნიის 15%-ის მფლობელი მერაბ ტყეშელაშვილი, სხვა რამდენიმე კომპანიასთან ერთად, ფლობს შპს „ჟოკეი კლუბის“ 7.2%-ს, რომელიც თბილისის იპოდრომის აკონტროლებს.
ამავე კვლევის თანახმად, დემოუკიდებელი ტელეკომპანია "გურიის“ ერთ-ერთი მესაკურე (51%) ყოფილი პარლამენტარის ვანო ჩხარტიშვილის შვილი მიხეილ ჩხარტიშვილია.ამასთან, ოჯახის საკუთრებაშია რამდენიმე კომპანია, მათ შორის, აქტივები, რომელთან დაკავშირებითაც დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან მიმდინარეობს.
კვლევაშია ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონულ მედია საშუალებებს არ ფლობენ, არ აკონტროლებენ და არ აფინანსებენ ამჟამად პოლიტიკურად აქტიური პირები. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე მედია საშუაელებების ფლობელებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კავშირი ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ შორის, ზუგდიდის ტელეკომპანია „ოდიშს“, რომლის მფლობელის ემა გრიგოლიას შვილი,ალექსანდრე ქობალია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
ყოფილი თანამდებობის პირები არიან ასევე: ტელეკომპანია „თრიალეთის“ 20%-ს მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი(შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე), ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ორივე მფლობელი - როლანდ მგალობლიშვილი(პარლამენტის ყოფილი წევრი) და მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი) და ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ მფლობელი მამუკა თოდუა( სამეგრელო-ზემო სვანეის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე).
რაც შეეხებას თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ 40%-ის მფლობელი დავით მანია ორი კომპანიის Gruppo Via-სა და „ M.D. გრუპის“ დირქტორია. ეს კომპანიები, როგორც კვლევაშია აღნიშნული, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის წევრს ლევან ქარდავას ეკუთვნის. ლევან ქარდავას მეუღლე მაკა მანია და დავით მანია კი სოხუმში ერთსა და იგივე მისამართზე არიან რეგისტრირებული, რაც ორგანიზაციას ეჭვის საფუძველს აძლევს, რომ ისინი და-ძმა არიან.
ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მფლობელი კი 2011 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩალინგარაშვილი იყო.
რაც შეეხება ტელერადიო კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, კვლევის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება. გასული წელს ადგილობრივ ტელევიზიებზე მთლიანი სატელევიზო შემოსავლების, დაახლოებით, 4% მოდიოდა, ხოლო ხუთ მსხვილ ადგილობრივ რადიოსადგურებზე, მათ შორის რადიო „ათინათზე“, მთელი რადიო შემოსავლების დაახლოებით 3% გადანაწილდა.
მასალის გამოყენების პირობები