ინგრედიენტები
კიტრი - 3 ცალი •
ბოლოკი - 6 ცალი •
მწვანე ხახვი - 1 კონა •
ვაშლის ძმარი - 1 ჩ.კ • შაქარი -
ნახევარი ჩ.კ •
მარილი - გემოვნებით •
არახისი - 2 ს.კ
მომზადება
კიტრის და ბოლოკის შეხამება არც ისე უჩვეულოა, მაგრამ ჩვენ ვკმაზავთ ხოლმე არაჟნით. მე კიდე მინდა შემოგთავაზოთ მომჟავო-მოტკბო შესაკმაზით და დაჭრილიარახისით.
სალათი გამოდის მსუბუქი და ამასთანავე ნოყიერი.
კიტრი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
ბოლოკი დავჭრათ თხელ ნაჭრებად
ჯამში ავურიოთ ორივე ბოსტნეული ერთმანეთს.
შესაკაზმისთვის ვიღებთ: ვაშლის ძმარს,შაქარს, მარილს და დაჭრილ მწვანე ხახვს.
ვამატებთ ყველაფერს დაჭრილ ბოსტნეულში და მოვურევთ.
ზემოდან ვაყრით მოხალულ არახისს.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები