Facebook-მა განაცხადა, რომ ღილაკი Buy-ის (ყიდვა) ტესტირება დაიწყო. ამ ღილაკის საშუალებით, მომხმარებლები სოციალურ ქსელში რეკლამირებული საქონლის შეძენას შეძლებენ.
ახალი სერვისის ტესტირება, ძალიან ბევრი მომხმარებლის დაFacebook-ის პარტნიორი აშშ-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებით ხდება.
„კომპიუტერების და მობილური ტელეფონების მომხმარებლებს, შეუძლიათ ღილაკი „ყიდვის“ გამოყენებით, სარეკლამო ბლოკებში ან ბრენდების გვერდებზე, პირდაპირ იყიდონ ბრენდისგან რეკლამირებული პროდუქტი, ისე რომ არ გადავიდნენ Facebook-დან სხვა რომელიმე ინტერნეტ-გვერდზე“, - განაცხადა სოციალურმა ქსელმა.
ამასთან, Facebook-მა დააკონკრეტა, რომ მონაცემებს საბანკო ბარათების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება პროდუქტების შესაძენად, ისინი არ გადასცემენ სხვა რეკლამის მიმცემებს. მომხმარებელი თავად გადაწყვეტს შეინახოს თუ არა თავისი საბანკო ბარათის მონაცემები, სხვა მომავალი შენაძენების გასაკეთებლად.
მასალის გამოყენების პირობები