გამოცხადდა ხუთი რეჟისორის სახელი, რომლებიც პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ მეხუთე სეზონზე იმუშავებენ.
პირველ ორ სერიას მაიკლ სლოვისი („მძიმე დანაშაული“) გადაიღებს, ამის შემდეგ ესტაფეტას ხელში მარკ მაიოლდი („
Shameless“) ჩაიგდებს, შექმნის რა მესამე და მეოთხე ეპიზოდებს. ჯერემი პოდესვა ( „დანაშაულის იმპერია“) დადგამს მეხუთე და მეექვსე სერიებს, ხოლო მიგელ საპოჩნიკი („UNDER THE DOME“) შემდეგი ორი ეპიზოდის შემქმნელი იქნება.
რაც შეეხება სეზონის ორ ფინალურ სერიას, მათი რეჟისორი იქნება დევიდ ნატერი , ერთადერთი, ვინც უკვე მუშაობდა „სამეფო კარის თამაშებზე“. მან მეორე სეზონის რამდენიმე სერია და მესამე სეზონის ბოლო ორი ეპიზოდი გადაიღო.
მეხუთე სეზონის პრემიერა 2015 წლის აპრილში შედგება.
მასალის გამოყენების პირობები