Adele-ის თაყვანისმცემლებისთვის კარგი ამბები გვაქვს - შემსრულებელი მუსიკალურ პაუზას ასრულებს და 2015 წელს მისი როგით მესამე ალბომი “25” გამოვა გაყიდვაში. და ეს ყველაფერი როდია - მას შემდეგ რაც მომღერლის ახალი სტუდიური ჩანაწერი ჩაეშვება გაყიდვაში, ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს დაწყებას გეგმავს - ინფორმაციას World Music Awards-ი ავრცელებს.
ბოლო დროს ინტერნეტგამოცემები ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, აპირებდა თუ არა Adele ახალი ალბომის გამოცემას. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ შემსრულებელი მუსიკალური კარიერის დროებით მოტოვებას აპირებდა - ამის მიზეზად კი მომღერლის პირად ცხოვრებას ასახელებდნენ, თუმცა ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა და მის ფანებს ძალიან მალე ახალი ნამუშევრების შეფასების საშუალება მიეცემათ.
რამდენიმე კვირის წინ Adele-ის თვითერის გვერდზე მომღერალმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მესამე სტუდიური ალბომის რელიზი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა და ახალი ალბომის რელიზთან ერთად შემსრულებელი ფანებს მსოფლიო ტურნესაც შესთავაზებს, თუმცა ოდნავ მოგვიანებით - 2015 წელს.
მასალის გამოყენების პირობები