აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ლინგივისტური კომისიის თავმჯდრომარე, თვითგამოცხადებული რეპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი შოთა არისთავა აფხაზი პოლიტიკოსების მიერ საჯარო გამოსვლებში რუსული ენის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა - იტყობინება politrus.com.
საქმე იმაშია, რომ რუსული ენა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მხოლოდ მეორე სახელმწიფო ენად ითვლება.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განახცადა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გამართულ ტესტირებას მიეძღვნა. ტესტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ ფლობენ ისინი აფხაზურ ენას.
არისთავამ ასევე სინანულით აღნიშნა, რომ ე.წ. რესბულიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ბოლო დროს მოხსენებას აფზახურად იწყებენ, შემდეგ კი რუსულ ენაზე გადადიან.
„ბატონებო, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ კმარა აფხაზებთან სხვა ენაზე საუბარი. მათ აფხაზურად უნდა ესაუბროთ. ეს სახელმწიფო ენაა. სხვა არ გაგვაჩნია. ეს ენა უნდა ვიცოდეთ“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები