დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებსა და „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ ერთადერთ საკრებულოს წევრ- თენგიზ ხარჩილავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც საკრებულოს კომისიის წევრების არჩევას მოჰყვა.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს უმრავლესობის – კოლიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კომისიის თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატატს ფარული კენჭისყრის დროს, ხარჩილავამ მხარი დაუჭირა. სწორედ ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ კითხვით მიმართა ხარჩილავას, წარმოადგენდა თუ არა ის საკრებულოში ოპოზიციას, თუ ის „მოჩვენებითი “ იყო, რასაც აღნიშნული დაპირისპირება მოჰყვა. თენგიზ ხარჩილავამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს უთხრა, რომ მათგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და ისე მოიქცა, როგორც სწორად ჩათვალა.
მასალის გამოყენების პირობები