დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ფარული კენჭისყრის შედეგად მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს:
საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია - კახაბერ ფარცვანია.
იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისია - ნუგზარ სარია.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიას ნათია ფიფია.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - ნატალია შეროზია.
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია - თავმჯდომარედ თენგიზ ქოჩუა.
ზემო აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეებს 12 დეპუატატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმაც.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც სხდომაზე განაცხადეს, მათ წარდგენილ კომისიის თავმჯდომარეებს მხარი, არა პიროვნული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუჭირეს.
კენჭისყრის დაწყებამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატებმა წარდგენილი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებისგან ქალაქის განვითარების მოკლე სამოქმედო გეგმის გაცნობა მოითხოვეს.
ხმაურიანი მსჯელობის შემდეგ კომისიის თავმჯდომარეებმა ბიოგრაფია და მომავალი გეგმები მოკლედ მიმოიხილეს.
„კომისიის თავმჯდომარეებისგან მოვითხოვეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა , კონკრეტული მიმართულებები თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთ სფეროებში ქალაქის განვითარება. მოუსმინეთ და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მიგვეცა მათთვის ხმა თუ არა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვნახეთ რაღაც კონკრეტული გეგმა და ის რომ იციან რისთვის მოდიან და რისთვის აირჩიეს ამ თანამდებობაზე“, - თქვა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 15 დეპუტატია. აქედან, 11 საკრებულოს წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 3 დეპუტატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ , ხოლო ერთი „ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციას“.
მასალის გამოყენების პირობები