რუბრიკები
ცხარე სკუმბრია კარტოფილით
ინგრედიენტები:
სკუმბრია 1.5 კგ
კარტოფილი 1.2 კგ
ლიმონი 1
მწარე წიწაკა 1-2
ნიორი 2-3 კბილი
ძირა 1/4 ჩ.კ
ხმელი ქინძი, დაფქული 1/4 ჩ.კ
ზეთი 4 ს.კ
მარილი
კარტოფილი საშუალო ზომაზე დავჭრათ და მარილიან წყალში სანახევროდ მოვხარშოთ.
წიწაკას თესლი ამოვაცალოთ, ნიორთან, სუნელებთან და 2 ს.კ ზეთთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ ეს ცხარე ნარევი. ჩავდოთ თევზი ღუმელის ფორმაში, გარშემო შემოვუწყოთ კარტოფილი და დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი.
შევწვათ 200 გრადუსზე20-30 წუთი. მზა თევზს ლიმონის წვენი მოვასხათ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები