Google-მ წარმოადგინა პლატფორმა Google Fit-ი, რომელიც Android-მოწყობილობების მომხმარებლებისთვის არის შექმნილი და მისი მიზანი ადამიანის ფიზიკური აქტიურობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგია. პროგრამა კონფერენცია Google I/O-ზე, ტექნოლოგიური კომპანიის ტოპ-მენეჯერმა ელი პაუერსმა წარმოადგინა.
Google Fit-ი სხვადასხვა ფიტნეს-აპლიკაციების ინტეგრაციაა. პლატფორმას შეუძლია იმუშაოს როგორც სმარტფონებზე და პლანშეტებზე, ასევე ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მაგალითად ელექტროსასწორზე.
Google-ის პარტნიორები ამ პროდუქტის გაშვებაში თავდაპირველად Adidas-ი და Nike იქნებიან.
ფიტნეს-აქტივობის კონტროლი ტექნოლოგიების საშუალებით, ბაზრის ერთ-ერთი ტრენდია. ცოტა ხნის წინათ, ანალოგიური პროდუქტი, HealthKit-ი, Apple-მა დააანონსა.
მასალის გამოყენების პირობები