ბრაიან მილერმა უკვე ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი ნამუშევრის “პრინცის” ტრეილერი. ფილმი მოგვითხრობს ვეტერან დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც იძულებულია, ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს, როდესაც მის ქალიშვილს იტაცებენ. გოგონას განსათავისუფლებლად საჭიროა ძველ მოსისხლე მტერთან პირისპირ შეჯახება.
ანდრე ფაბრიციოსა და ჯერემი პასმორის სცენარის მიხედვით შექმნილ ნამუშევარში მთავარ როლებს ბრუს უილისი, ჯონ კუსაკი და ჯესიკა ლოუნდესი ასრულებენ.
“პრინცის” პრემიერა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები