ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფარული კენჭისყრით კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ სამსონ კუტალია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი შამუგია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აკაკი დარჯანია; საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ პაატა ჩაგანავა, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარედ კი სევერიან შენგელია აირჩნენ.
სხდომაზე განცხადება არ გაკეთებულა, როდის გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა.
მასალის გამოყენების პირობები