ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 1 კგ
პამიდორი 1 კგ
ტკბილი წიწაკა, მწვანე 500 გ
ქინძი 1 კონა
რეჰანი 1 კონა
შაშკვლავი 1 კონა
ნიგოზი, დაფქული 1 ჭ
უცხო სუნელი 1 ჩ.კ
ნიორი 1 თავი
ძმარი 1-2 ს.კ
ხახვი 5 თავი
ზეთი 1/2 ჭ
მარილი და წიწაკა
ბადრიჯანი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ წვენის გამოშვებამდე.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ 4 ნაჭრად, პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა.
დაახლოებით 1 საათის შემდეგ ბადრიჯანი გავწუროთ და ზეთში შევწვათ. იმავე ზეთში მოვბრაწოთ წიწაკა. ხახვი მოვშუშოთ, დავასხათ პამიდორი და ვშუშოთ პამიდვრის პიურეს ჩასქელებამდე. ნიგოზს შევაზილოთ დანაყული ნიორი, უცხო სუნელი, ძმარი და ანადუღარი ცხელი წყლით გავხსნათ ისე, რომ მივიღოთ თხელი არაჟნის მასის კონსისტენცია. შემდეგ შევურიოთ მოშუშულ პამიდორს.
სქელძირიან ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბადრიჯანი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილი. ზემოდან მოვასხათ ნიგვზიანი პამიდორი და 10 წუთი ვადუღოთ
მასალის გამოყენების პირობები