ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსის, "ახალი ტალღა 2014"-ის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა.
წელს კონკურსზე 16 ახალგაზრდა შემსრულებელი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან შეიკრიბა.
საქართველოს 17 წლის ნუცა ბუზალაძე წარმოადგენს, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტიდან "ერთი ერთში" გაიცნო.
ქართველი კონკურსანტი იურმალაში სამი სიმღერით წარსდგება.
ერთ-ერთს - "ყვავილების ქვეყანას" ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს.
ბოლო საკონკურსო დღეს, რომელზეც სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა სრულდება, მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები