Google-ის ვებ ბრაუზერი Chrome , რომელსაც Windows-ის მომხმარებლები იყენებენ მათი ლეპტოპებისთივს პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ეს ბრაუზერი ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს, იგი კომპიუტერს ანელებს კიდეც. ამის თაობაზე Forbes-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაიწერა.
ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი, რომელიც Chrome-ს იყენებდა, ელექტროენერგიის მოხმარება 15 დან 20 ვატამდე მერყეობდა, ხოლო ქრომის გარეშე ეს რიცხვები 12 დან 15 ვატამდე მცირდებოდა.
Microsoft-ის განმარტებით Chrome ენერგიაზე მოთხოვნას დაახლოებით 25%-ით ზრდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პრობლემა Mac-ის და Linux-ის მომხმარებლებს არ აქვთ, რადგანაც ეს სისტემები Windows-ის მსგავსი პრინციპით არ მოქმედენებ. რაც შეეხება Windows-ს, მათ მომხმარებლებს ამ პრობლემისაგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა აქვთ, გამოიყენონ სხვა ბრაუზერები ინტერნეტში ნავიგაციისთვის.
Google-ს ამ პრობლემის შესახებ უკვე ეცნობა, თუმცა ჯერ-ჯერობით მის აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადადგმულა.
მასალის გამოყენების პირობები