Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/flagslide.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/flagslide.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/flagslide.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/flagslide.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა"- პრემიის სახით აჭარის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონულმა წარმომადგენლობამ 2014 წელს აჭარის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებსა და ცალკეულ საჯარო უწყებებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დღეს ანგარიში წარადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამეგრელო -ზემო სვანეთის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტა,რომ 2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით (5 თვეში) სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით ჯამში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა . არჩილ თოდუას განმარტებით, ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში (346 თანმშრომელზე 56 410ლარი)გაიცა , ზუგდიდის (170 თანამშრომელზე 383 584.5 ლარი)აბაშის (158 თანამშრომელზე -344 150 ლარი), სენაკისა (198 თანამშრომელზე 247 940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომელზე 229 990 ლარი) მუნიციპალიტეტებში გაიცა. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს მიმდინარე წელს პრემია არ აუღიათ. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით,პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად 790/7950 ლარი . ამავე პერიოდში სამჯერ აიღო პრემია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამაც, ჯამში 7550 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბაბილუამ კი ჯამში 8250 ლარი. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამაც ჯამში 7550ლარი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ კი ჯამში 8250 ლარი. 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ - ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ. აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა იანვრიდან მაისის ჩათვლით სამჯერ აიღო პრემია-ჯამში 7950 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიამ პრემია- ორჯერ ჯამში 5300ლარი აიღო. რადიო „ათინათთან“ საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამეგრელო- ზემო სვანეთის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განაცხადა,რომ პრემიების გაცემის მანკიერი წესი კვლავ გძელდება, ამიტომ ის მოუწოდებს ხელისუფლებას და თვითთმართველობებს, უზრუნველყონ და განსაზღვრონ კონკრეტული კრიტერიუმები და მექანიზმები , რათა სწორად იქნეს გაცემული თითოელ თანამდებობის პირზე პრემია .
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.