დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, კახა მიქაიას გარდა, კიდევ ერთმა დეპუტატმა მოითხოვა საბიუჯეტო თანხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა. საკრებულოს წევრი და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ყოფილი დირექტორი მალხაზ ჭეჟია ს/კ „ზუგდიდის“ ფინანსების შესწავლას ითხოვს.
მისი თქმით, „ზუგდიდის“ წარუმატებლობას და კლუბში არსებული პრობლემებს მას აბრალებენ და აქედან გამომდინარე, ითხოვს კლუბის საქმიანობის შესწავლას. ჭეჟიამ ასევე აღნიშნა, რომ ის წინა მოწვევის საკრებულოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა და სწორედ ამიტომ დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ჟეჭიას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომამდგენელი გელა თოლორაია გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ მათთვის კლუბის საქმიანობის შესწავლა პრობლემას არ წარმოადგენს და კარგი იქნება თუ კომისია, როგორც წინა ასევე, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საქმიანობას შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები