ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის გვერდზე Facebook-ში, გუშინ გამოჩნდა არასწორი ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე გამოცემამ ვითომ „განაცხადა“, რომ 15 წუთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერს მიმართავდა.
20 წუთის შემდეგ ინფორმაციების განთავსებიდან, გაზეთმა განაცხადა, რომ მისი ანგარიში სოციალურ ქსელში გატეხეს და ამის შემდეგ ინფორმაცია მოაშორეს კედლიდან, თუმცა მომხმარებლებმა მისი სქრინშოტის გაკეთება შეძლეს.
ასეთივე ინციდენტი დაფიქსირდა 2013 წლის აპრილში Associated Press-ის გვერდზე Twitter-ში, სადაც სირიის ელექტრონული ჯარის ხაკერებმა დაწერეს, რომ პრეზიდენტი ობამა დაჭრილია. ამ ფაქტის შემდეგ, Twitter-მა ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ანგარიშების მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები