ჯონი დეპს არ სურს მხოლოდ მსახიობის დიდებით დაკმაყოფილება, იგი სცენისკენ მიილტვის. ამჯერად ჯონი ლეგენდარულ ჯგუფთან Aerosmith-თან ერთად გამოეცხადა თაყვანისმცემლებს.
ჯონიმ მენსფილდის მაცხოვრებლებს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა. იგი Aerosmith-ის კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა. მსახიობი გიტარით ფონს ქმნიდა , როცა სტივენ ტაილერი კომპოზიციას Train Kept a-Rollin ასრულებდა. სანამ ჯონი სცენაზე ბრწყინავდა, მისი საცოლე ემბერ ჰერდი მაყურებელთა დარბაზიდან ხმამაღალი აპლოდისმენტებით ამხნევებდა შეყვარებულს. თავისთავად, კონცერტმა, მოწვეული ვარსკვლავით, იდეალურად ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები