რეცეპტის ინგრედიენტები:
- 225 გრამი კარაქი, დარბილებული
- 2 ჭიქა შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 2/3 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჭიქა მოცვი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 1/2 ჭიქა დაქუცმაცებული თხილი
- 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
მომზადების წესი
1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი 23 სმ დიამეტრის კექსის საცხობ ფორმას.
2. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან გათქვიფეთ. ბოლოს ჩაუმატეთ არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი და მსუბუქად შეურიეთ.
3. მეორე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. შემდეგ გადაიტანეთ დიდ თასში და შეურიეთ კრემისებურ მასას. ჩაუმატეთ მოცვი და ხის კოვზით შეურიეთ.
4. გადაანაწილეთ მომზადებული ცომის ნახევარი კექსის საცხობი ფორმის ზედაპირზე. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, თხლად დაჭრილი თხილი და მიღებული მასის ნახევარი ცომის ნახევარს ფორმაში თანაბრად მოაყარეთ. მესამე ფენად თანაბრად გადაანაწილეთ დარჩენილი ცომის ნახევარი და ბოლოს თხილიანი მასის მეორე ნახევარი მოაყარეთ.
5. აცხვეთ 55-60 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ფორმაშივე აცალეთ გაცივება. შემდეგ გადმოაპირქვავეთ და მოათავსეთ კექსი თეფშზე. გააფორმეთ დაფქული შაქრით და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები