პრინცი უილიამი ხშირად ხუმრობს, მალე ჩემი შვილი გამასწრებსო. იმის დასადასტურებლად, რომ პატარა პრინცი მართლაც ძალიან სწრაფად იზრდება, სამეფო ოჯახმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჯორჯს დაბადების დღე 22 ივლისს აქვს, პრინცმა და პრინცესამ შვილის იუბილის აღნიშვნა ერთი დღით ადრე დაიწყეს.
ფოტო გადაღებულია ლონდონის Natural History Museum-ში, სადაც პრინცი ჯორჯი თავდაჯერებულად დგამს ნაბიჯებს და ფოტოგრაფისაკენ (ფოტო ჯონ სტილველს ეკუთვნის) მიემართება. თავად ჯონიც აღფრთოვანებით უამბობს The People-ს:
ძალიან სწრაფი ბავშვია! მუხლებზე ვიყავი დაყრნობილი ფოტოს გადასაღებად. უცებ ჩემკენ წამოვიდა და წამებში მომიახლოვდა. ძალიან თავდაჯერებულად და მყარად დგას თავის პატარა ფეხებზე!
სამეფო ოჯახმა პრინც ჯორჯის ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები