ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით,ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: "ოჯახში ძალადობა“,რომელიც ხორციელდება პროექტის „ძალადობის პრევენციის კამპანია სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში.
შეხვედრას სამთავრობო, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის, პოლიციის, მედიის და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, სადაც აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი. ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ სტატისტიკა ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ადამიანები ამაზე საუბარს ხშირ შემთხვევაში ერიდებიან.
მასალის გამოყენების პირობები