პროექტ "კაზანტიპის" ჩატარებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ანაკლიაში მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.მარტო განმუხურის პლაჟზე 16 ბარის,ბუნგალოსა და ლაუნჯის მშენებლობა მიმდინარეობს.
მონტაჟდება სცენები. თითო ობიექტზე საშუალოდ 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ანაკლიაში უკვე გაიხსნა ახალი საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები.
პროექტ "კაზანტიპთან" დაკავშირებით ანაკლიაში აგვისტოს თვეში უკვე დაჯავშნილია ყველა სასტუმრო. ანაკლიისა და განმუხურის გარდა, მოსახლეობა სახლებს აქირავებს ახლომდებარე სოფლებშიც - დარჩელსა და კახათში.
საოჯახო ტიპის სასტუმროებში ერთი ოთახის ფასი 15-დან 80 ლარამდე მერყეობს. პროექტი "კაზანტიპი" ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რეალობის რეალურ ალტერნატივას მსოფლიოში ცნობილი დიჯეები და მუსიკოსები 100-ზე მეტი სახელმწიფოდან დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები