ინგრედიენტები
შებოლილი ძეხვი - 350 გრ
ყველი - 200 გრ
ხახვი - 4 თავი (წითელი)
კიტრის მწნილი - 4 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
მაიონეზი - 4 ს/კ
არაჟანი - 4 ს/კ
ძმარი - 1 ს/კ
მდოგვი - 1 ჩ/კ
ოხრახუში - პატარა კონა
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მომზადება
ძეხვი დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად. ყველი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი თხელ რგოლებად, კიტრი თხელ ღერებად. მწვანე ხახვი და ოხრახუში დავკეპოთ. ყველაფერი გადავიტანოთ ღრმა სასალათეში და ერთმანეთში ავურიოთ. მაიონეზი, არაჟანი, ძმარი, მდოგვი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი დაპილპილი. მიღებული სოუსი დავასხათ სასალათეში მოთავსებულ პროდუქტებს და მაგიდასთან მიტანამდე გავაჩეროთ 15 წუთით.
მასალის გამოყენების პირობები