სკარლეტ იოჰანსონის და რომან დორიაკის ქორწილი უკვე ახლოსაა. როგორც იტყობინებიან, წყვილი ოთხი კვირის შემდეგ დაქორწინდება.
გაზეთ New York Post-ის კორესპოდენტმა მოისმინა, როგორ უყვებოდა სკარლეტი სადილზე თავის მეგობრებს, რომ ის და რომანი აგვისტოში დაქორწინდებიან. სად ჩაივლის ცერემონია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ , დიდი ალბათობით, წყვილი დღესასწაულისთვის აირჩევს საქმროს მშობლიურ ქალაქ პარიზს ან ჰემპტონს, სადაც შეყვაბრებულებმა ზაფხულის უდიდესი ნაწილი გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში ცნობილი გახდა, რომ სკარლეტი და რომანი ბავშვს ელოდებიან. შესაძლებელია, რომ სწორედ ორსულობამ გადააწყვეტინა მსახიობს ქორწინებაზე თავისი შეხედულების შეცვლა, რადგან რამდენიმე თვის წინ ის ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ მეორეჯერ გათხოვებას საერთოდ არ ჩქარობს.
მასალის გამოყენების პირობები